რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ხაჭოს პასკა ნაღებით

ამ რეცეპტის უპირატესობა ისაა, რომ მასში არ შედის კარაქი, ის ნაღებით მზადდება.
ამ რეცეპტის უპირატესობა ისაა, რომ მასში არ შედის კარაქი, ის ნაღებით მზადდება.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

თუ რეცეპტის მომზადებისას უცხიმო ხაჭოს გამოიყენებთ, კიდევ უფრო შეამცირებთ მის კალორიულობას.
 

რეცეპტის ინგრედიენტები
500   გრამი ხაჭო (0%-იანი)
13   ჭიქა შაქარი
3   ცალი კვერცხი
1   ჭიქა (200 გ) 35-40%-იანი ნაღები
1   პაკეტი ვანილის შაქარი
12   ცალი ლიმონის წვენი
12   ჭიქა ცუკატები და ქიშმიში
12   ჭიქა ნიგოზი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წინასწარ, ფორთოხლის ცუკატები და ქიშმიში ჩაალბეთ რამდენიმე ხნით მდუღარეში, შემდეგ გადაწურეთ და გაავლეთ ცივ წყალში. გაშალეთ ქაღალდის ხელსახოცზე და გააშრეთ (შეგიძლიათ მხოლოდ ცუკატები გამოიყენოთ, ან მხოლოდ ქიშმიში – თქვენი გემოვნებით; მე ხშირად წვრილად დაჭრილ კურაგას – გარგლის ჩირს ვიყენებ).

2

ხაჭო გახეხეთ საცერზე, ისე, რომ ერთგვაროვანი გახდეს;

3

შეურიეთ ცუკატები (ან ქიშმიში, ან ჩირი), ნიგოზი და ლიმონის წვენი;

4

პატარა ჯამში ჩანგლით ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ვანილი;

5

ათქვეფილ კვერცხს დაუმატეთ ნაღები, შედგით მასა ორთქლზე და აქტიურად ურიეთ, სანამ არ გასქელდება (დაახლოებით მოხარშული კრემის სისქემდე);

6

მიღებული ცხელი მასა შეურიეთ ხაჭოს და კარგად აურიეთ;

7

პასკის სპეციალურ ხის ფორმაში ან თუშფალანგში (დურშლაგში) ჩააფინეთ ორი ფენა დოლბანდის ნაჭერი, ისე, რომ მისი ბოლოები გარეთ იყოს გადმოკიდებული. შემდეგ მოათავსეთ თუშფალანგში ხაჭოს მასა, მოუსწორეთ ზედაპირი და დოლბანდის ბოლოები გადააფარეთ ზემოდან. მოათავსეთ დოლბანდზე ბრტყელი თეფში (რომლის დიამეტრიც თუშფალანგის დიამეტრზე ნაკლებია), ხოლო თეფშზე რაიმე სიმძიმე – მაგალითად თუჯის ფილთაქვა, ან წყლით სავსე დიდი ქილა. ჩვენი ამოცანაა, რომ მძიმე პრესის ქვეშ ხაჭოს მასიდან დაიწუროს მთლიანი სითხე. შევდგათ ეს კონსტრუქცია მაცივარში 8-12 საათით; საუკეთესო შემთხვევაში – 24 საათით.

8

კარგად დაწურული პასკა ამოვატრიალოთ თეფშზე და სურვილისამებრ მოვასხათ ზემოდან შოკოლადის გლაზური.

  1. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სჯობს ამ პასკის ორმაგი ულუფის მომზადება, რადგან სუფრიდან სწრაფად გაქრობა სჩვევია.
  2. საბოლოო ჯამში, ეს პასკა, განსაკუთრებით შოკოლად-მოსხმული, წარმოადგენს ძალიან გემრიელ ხაჭოს ტორტს, ასე რომ შეგიძლიათ ის არა მხოლოდ სააღდგომოდ, არამედ ჩვეულებრივ დღეებშიც მოამზადოთ.
კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მოიმარეგეთ პასკისთვის საჭირო ინგრედიენტები და შეუდექით პასკის ცხობას :)
მოიმარეგეთ პასკისთვის საჭირო ინგრედიენტები და შეუდექით პასკის ცხობას :)
ავტორი:
გთავაზობთ ძველ რეცეპტს გემრიელი, ტრადიციული პასკის მოსამზადებლად. შეხვდით დღესასწაულს მზად :)
გთავაზობთ ძველ რეცეპტს გემრიელი, ტრადიციული პასკის მოსამზადებლად. შეხვდით დღესასწაულს მზად :)
ავტორი:
ამ ცომით უგემრიელესი პასკა მზადდება. შეგიძლიათ გააკეთოთ ნიგვზიანი და პავიდლოიანი რულეტებიც.
ამ ცომით უგემრიელესი პასკა მზადდება. შეგიძლიათ გააკეთოთ ნიგვზიანი და პავიდლოიანი რულეტებიც.
ავტორი:
მოამზადეთ უგემრიელესი ხაჭოს პასკა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ტკბილად შესახვედრად!
მოამზადეთ უგემრიელესი ხაჭოს პასკა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის ტკბილად შესახვედრად!
ავტორი: