წიწიბურა ღორის ხორცით
წიწიბურა ბევრი გემრიელი კერძის მომზადებაში დაგეხმარებათ. ამის ერთ–ერთი მაგალითი ეს რეცეპტია :)
საშუალო ტემპერატურაზე ღრმა ქვაბი გააცხელეთ და 1 ს/კ ზეითუნის ზეთი დაასხით. დაუმატეთ გარეცხილი და კარგად გადაწურული წიწიბურა და 3–4 წუთით თუშეთ, დროდადრო მოურიეთ. წიწიბურა ქვაბიდან გადმოიღეთ და გადადგით.
იმავე ქვაბში ჩაასხით კიდევ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი. ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო. თუშეთ 4–5 წუთით დარბილებამდე. დაუმატეთ ფარში და კარგად მოთუშეთ. დაუმატეთ 2 ს/კ კეჩუპი, 2 კბილი დაკეპილი ნიორი და კარგად აურიეთ.
წიწიბურა მიღებულ ნაზავზე გადაანაწილეთ და დაფარეთ 1 ½ ჭიქა მდუღარე წყლით. მოაყარეთ ½ ჩ/კ მარილი, ¼ ჩ/კ შავი პილპილი და 2 ცალი დაფნის ფოთოლი.
ქვაბს თავსახური დააფარეთ და დაბალ ტემპერატურაზე 15 წუთით, ან წიწიბურას მოხარშამდე ადუღეთ. როცა მოიხარშება გადმოდგით გაზქურიდან და გააჩერეთ 10 წუთით. შემდეგ მოურიეთ და გემრიელად მიირთვით.