რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ვინეგრეტის სალათი

ვინეგრეტის რეცეპტი ბოსტნეულით და მჟავე კომბოსტოთი ძალიან მარტივია, მაგრამ არა მოსაწყენი.
ვინეგრეტის რეცეპტი ბოსტნეულით და მჟავე კომბოსტოთი ძალიან მარტივია, მაგრამ
არა მოსაწყენი.

0:50:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

დღესდღეობით ყველაზე ხშირად ეს სალათი შედგება: ჭარხლისგან, კარტოფილისგან, კიტრის მწნილისა და სტაფილოსგან, მაგრამ კომბოსტოს მწნილით ის კიდევ უფრო გემრიელია. თვითონ სახელწოდება „ვინეგრეტი“ მოვიდა საფრანგეთიდან: "vinaigre" ქვია სალათის მოსასხამს მდოგვით, ზეითუნის ზეთით და ძმრით. ჩვენთან კი ტრადიციული პროვანსალური მოსასხამი გახდა სალათი - ალბათ, მე-18 საუკუნის ფრანგული ენისა და კულინარიული ტექნიკის არასაკმარისი ცოდნის გამო.

რეცეპტის ინგრედიენტები
5   ცალი კარტოფილი
2   ცალი სტაფილო
2   ცალი ჭარხალი
100   გრამი მწვანე გაროხი
100   გრამი მჟავე კომბოსტო
3   ცალი კიტრის მწნილი
1   თავი თეთრი ხახვი
2   ს/კ მცენარეული ზეთი
გემოვნებით მარილი და პილპილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

კარტოფილი, სტაფილო და ჭარხალი მოხარშეთ მზადყოფნამდე, შეძლებისდაგვარად გაასუფთავეთ კანისგან და დაჭერით 5-6 მმ. კუბიკებად. ასევე შეგიძლიათ ამ ბოსტნეულის ღუმელში მომზადება - ყველა მათგანი უნდა შეახვიოთ ცალ-ცალკე ფოლგაში, ოღონდ წინასწარ უნდა მოასხათ ზეითუნის ზეთი და გამოაცხოთ 200 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. ამ შემთხვევაში ბოსტნეულის გემო უფრო მეტად იქნება გაჯერებული.

2

ხახვი და კიტრის მწნილი დაჭერით 2-ჯერ უფრო პატარა კუბიკებად ვიდრე ბოსტნეული.

3

მჟავე კომბოსტო დაჭერით თხლად, მოკლე ფენებად, ისე რომ მისი სალათაში შერევა მოსახერხებელი იყოს.

4

გააერთიანეთ ყველა კომპონენტი, შეაზავეთ მცენარეული ზეთით, მარილით და შავი პილპილით. კარგად მოურიეთ და გემრიელად მიირთვით.

შეგიძლიათ უარი თქვათ ტრადიციულ სალათზე და სიახლისთვის დაამატოთ მწვანე ვაშლი ან
მოცვი.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
არსებობს მრავალი რეცეპტი უგემრიელესი სალათა ცეზარის მოსამზადებლად. მათგან საუკეთესო იხილეთ აქ :)
არსებობს მრავალი რეცეპტი უგემრიელესი სალათა ცეზარის მოსამზადებლად. მათგან საუკეთესო იხილეთ აქ :)
ავტორი:
უგემრიელესი ბოსტნეულის სალათა შუბა დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ გურმანთა რიგებში.
უგემრიელესი ბოსტნეულის სალათა შუბა დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ გურმანთა რიგებში.
ავტორი:
ჯანსაღი და გემრიელი ვინეგრეტის სალათის რეცეპტი რუსეთიდან.
ჯანსაღი და გემრიელი ვინეგრეტის სალათის რეცეპტი რუსეთიდან.
ავტორი:
იხილეთ კრაბის სალათის განსხვავებული რეცეპტი – კიტრითა და პომიდვრით.
იხილეთ კრაბის სალათის განსხვავებული რეცეპტი – კიტრითა და პომიდვრით.
ავტორი: