რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ვარენიკი ალუბლით

მწიფე, არომატული ალუბლისგან მომზადებული ცხელ-ცხელი ვარენიკის მირთმევის ცდუნებას ვერავინ გაუძლებს.
მწიფე, არომატული ალუბლისგან მომზადებული ცხელ-ცხელი ვარენიკის მირთმევის ცდუნებას ვერავინ გაუძლებს.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
3   ჭიქა ხორბლის ფქვილი
12   ჭიქა რძე
12   ჭიქა წყალი
1   ცალი კვერცხი
1   ჩ/კ მცენარეული ზეთი
1   ჩ/კ მარილი
500   გრამი მსხვილი ალუბალი
4   ს/კ შაქრის ფხვნილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ალუბალი გაარჩიეთ, გარეცხეთ და დაკურკეთ. მოათავსეთ ფაიფურის ჭურჭელში და მოაყარეთ რამდენიმე სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი ისე, რომ ალუბალი კარგად დატკბეს და წვენიც გაუშვას. დატოვეთ რამდენიმე ხნით მაცივარში.

2

შეაზავეთ ერთმანეთში რძე, თბილი წყალი, მარილი და ზეთი; მოურიეთ, რომ მარილი კარგად გაიხსნას სითხეში.

3

გაცერით ჯამში ფქვილი, დაუმატეთ მას კვერცხი, წყლისა და რძის ნაზავი, და მოზილეთ ცომი. თუ ფქვილი დაგაკლდათ — ცოტ-ცოტა კიდევ შეაზილეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ საკმაოდ მკვრივ ცომს (დაახლოებით ისეთს, როგორსაც ხინკლისთვის ვამზადებთ). გამზადებულ ცომს გადააკარით პოლიეთილენი და დატოვეთ 30-40 წუთით, რათა ცომმა „დაისვენოს“. შემდეგ ისევ მოზილეთ (1 წუთის განმავლობაში) და დაიწყეთ ვარენიკების ფორმირება.

4

დაახლოებით კაკლისოდენა ცომის ბურთულა თხლად გააბრტყელეთ, მოათავსეთ ზედ ორი ან სამი ალუბალი და სურვილისამებრ მოაყარეთ ალუბალს მწიკვი შაქრის ფხვნილი (თუ უფრო მჟავე შიგთავსი გირჩევნიათ, შეგიძლიათ დამატებით შაქარი აღარ მოაყაროთ). შემდეგ გადაკეცეთ ცომი ნახევრად და კარგად შეაწებეთ კიდეებზე ისე, რომ მიიღოთ ნახევარმთვარის ფორმის ვარენიკი.

5

ვარენიკები ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ხარშეთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში. ეცადეთ არ გადახარშოთ ვარენიკი, წინააღმდეგ შემთხვევაში ცომი გაფუვდება და უგემური გახდება.

6

სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ ვარენიკებს დარჩენილი ალუბალი და მოასხით ალუბლის წვენი.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
გამაგრილებელი და ზაფხულის გემოებით გაჯერებული დესერტი არაჩვეულებრივი განწყობისთვის.
გამაგრილებელი და ზაფხულის გემოებით გაჯერებული დესერტი არაჩვეულებრივი განწყობისთვის.
ავტორი:
დარიჩინში შემწვარი ნუში ის სასუსნავია, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს!
დარიჩინში შემწვარი ნუში ის სასუსნავია, რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას დაამშვენებს!
ავტორი:
ლიმონის ფილები იოლად მოსამზადებელი დესერტია და არ მოითხოვს თქვენგან დიდ კულინარიულ გამოცდილებას.
ლიმონის ფილები იოლად მოსამზადებელი დესერტია და არ მოითხოვს თქვენგან დიდ კულინარიულ გამოცდილებას.
ავტორი:
უკრაინული ვარენიკები კენკრით, განსაკუთრებით მაყვლით, ძალიან გემრიელია, მოსამზადებლად კი ძალიან მარტივი.
უკრაინული ვარენიკები კენკრით, განსაკუთრებით მაყვლით, ძალიან გემრიელია, მოსამზადებლად კი ძალიან მარტივი.
ავტორი: