ვაშლის დესერტი
მარტივი კულინარიული რეცეპტი უგემრიელესი საუზმის მოსამზადებლად. მოამზადეთ და დაიწყეთ დღე ტკბილად!
გათალეთ ვაშლები, ამოაცალეთ გული და დაჭერით 5-6 მილიმეტრის სისქის ნაჭრებად. დადგით ქვაბი ან ტაფა საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ კარაქი. შეურიეთ ვაშლი და აცხვეთ 6-7 წუთის განმავლობაში, სანამ ვაშლები არ დარბილდება. თან მუდმივად ურიეთ.
გახსენით სიმინდის ფქვილი წყალში და შემდეგ ჩაუმატეთ ვაშლს. შეურიეთ ყავისფერი შაქარი და დაფქული დარიჩინიც. ადუღეთ 2 წუთის განმავლობაში და თან ურიეთ პერიოდულად. გადმოდგით ცეცხლიდან და მიირთვით ცხლად.
სურვილისამებრ: შეამცირეთ სიმინდის ფქვილი 1 კოვზამდე; ყავისფერ შაქართან და დარიჩინთან ერთად დაუმატეთ 1 კოვზი ვანილიც და დაფქული მუსკატის კაკალიც. ცოტაოდენი ნიგოზიც და ქიშმიშიც, თუ გიყვართ. ძალიან გემრიელია ბლინებთან და ნაყინთან ერთად.