რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ტვიქსის ფილები

ტვიქსი – ხრაშუნა ორცხობილა, კარამელი და შოკოლადი – საყვარელი ტკბილეულის მომზადება უკვე შინაც მარტივად შეგიძლიათ :)
ტვიქსი – ხრაშუნა ორცხობილა, კარამელი და შოკოლადი – საყვარელი ტკბილეულის მომზადება უკვე შინაც მარტივად შეგიძლიათ :)

1:30:00
12 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

მოამზადეთ კარამელის კანფეტები შინ. იხილეთ რეცეპტი.

რეცეპტის ინგრედიენტები
230   გრამი დარბილებული კარაქი
1   ჭიქა შაქარი
1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
2   ჭიქა ფქვილი
60   ცალი კარამელის კანფეტი
6   ს/კ ნაღები
3   ჭიქა ნახევრადტკბილი შოკოლადი
2   ჩ/კ მცენარეული ზეთი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 150 C-ზე. დააფინეთ პერგამენტი 23X33 სმ ზომის საცხობ ლანგარს და მოსახურეთ საცხობი სპრეი.

2

ორცხობილის მომზადება: ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და შაქარი ფაფუკი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ვანილი და თქვიფეთ 30 წამით. დაუმატეთ 2 ჭიქა ფქვილი და თქვიფეთ ფხვიერი მასის მიღებამდე.

3

ნაზავი წინასწარ გამზადებულ ლანგარზე გადაიტანეთ და დაპრესეთ. მთელ ზედაპირზე ჩანგლით დაჩხვლიტეთ.

4

აცხვეთ ოდნავ გადაბრაწვამდე, დაახლოებით 35–40 წუთით. გააცივეთ ბოლომდე.

5

კარამელის ფენის გაკეთება: თუ მზა კარამელის კანფეტებს იყენებთ – დაბალ ტემპერატურაზე პატარა ქვაბში მოათავსეთ კანფეტები და გაადნეთ დაახლოებით 10 წუთით, ურიეთ დროდადრო. შეურიეთ ნაღები და დაელოდეთ, რომ ცოტათი შესქელდეს, დროდადრო მოურიეთ, რომ არ მიიწვას, დაახლოებით 15 წუთით. მიღებული კარამელი მოასხით ლანგარზე გაგრილებულ ფენას. (ასევე შეგიძლიათ კარამელის კანფეტები შინ თავადვე მოამზადოთ და გამოიყენოთ ტვიქსის მოსამზადებლად).

6

შოკოლადის ფენის მომზადება: გაზქურაზე ქვაბში აადუღეთ წყალი, ზემოდან მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჯამი და ჯამში შკოლადი გაადნეთ. თუ გამდნარი შოკოლადი სქელი იქნება დაუმატეთ მცენარეული ზეთი და ურიეთ ბოლომდე შერევამდე. მოასხით ლანგარზე კარამელის ფენას.

7

შედგით მაცივარში 20 წუთით, გამყარებამდე. დაჭერით ფილებად და გემრიელად მიირთვით.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
წარმოუდგენლად ადვილი, მაგრამ საოცრად მდიდრული და გემრიელი. ჩაიტკბარუნეთ პირი :)
წარმოუდგენლად ადვილი, მაგრამ საოცრად მდიდრული და გემრიელი. ჩაიტკბარუნეთ პირი :)
ავტორი:
ძალიან მარტივი და გემრიელი დესერტი, რომელიც ყოველ მხრივ საუკეთესოა.
ძალიან მარტივი და გემრიელი დესერტი, რომელიც ყოველ მხრივ საუკეთესოა.
ავტორი:
პრანჭია მარწყვების გაფორმება თქვენი ფანტაზიისთვის მოგვინდვია.
პრანჭია მარწყვების გაფორმება თქვენი ფანტაზიისთვის მოგვინდვია.
ავტორი:
შოკოლადი რომ ყველას უყვარს, ეს ცნობილია. მისი გაკეთება მარტივად, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.
შოკოლადი რომ ყველას უყვარს, ეს ცნობილია. მისი გაკეთება მარტივად, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ.
ავტორი: