წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. 5 ცალი კვერცხი (ცილის და გულის დაცალკევება საჭირო არაა) ნუშის ექსტრაქტთან და შაქართან ერთად თქვიფეთ, სანამ მოცულობა სამმაგად არ გაიზრდება. ფქვილი სამ ნაწილად დაყავით და კოვზის დახმარებით შეურიეთ კვერცხის ნაზავს. ცომთან სიფრთხილე გმართებთ - ზედმეტად არ ათქვიფოთ.
ცომი 22 სმ ზომის ცხიმმოსმულ საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ. აცხვეთ 30 წუთით, სანამ ნამცხვრის შუაგულში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ.
კრემის მოსამზადებლად: თქვიფეთ დარბილებული კრემ–ყველი კარაქთან და 280 გრ შესქელებულ რძესთან ერთად. დაუმატეთ ½ ჭიქა ქოქოსის ფანტელი და რძის ფხვნილი, თქვიფეთ გლუვი მასის მიღებამდე.
პატარა თასში აურიეთ რძე და 2ს/კ შესქელებული რძე და გადადეთ. ნამხვარი სამ თანაბარ ფენად გაჭერით. თითოეული ნაწილი ფუნჯის ან კოვზის დახმარებით რძის ნაზავით თანაბრად დანამეთ.
ქვედა ფენას წაუსვით კრემი, მოაყარეთ დატეხილი მოხალული ნუში და დაფშვნილი ვაფლი. ზემოდან დაადეთ შემდეგი ფენები და ისევ ასე გაიმეორეთ.
ნამცხვრის გარეთა ნაწილი დარჩენილი კრემით მორთეთ, მოაყარეთ 1 ჭიქა ქოქოსის ფანტელი და მოალაგეთ რაფაელო. გემრიელად მიითვით!