გაფცქვენით ნიორი და კოჭა. ეს უკანასკნელი დაჭერით მცირე ზომის კუბებად, ხოლო ნიორი დააქუცმაცეთ. დაჭერით ცოტაოდენი ცხარე წიწაკა და ყველა ეს ინგრედიენტი გადაიტანეთ თეფშზე.
დაჭერით ხახვი და ნახევარი ბულგარული წიწაკა მსხვილ ნაჭრებად.
გაასუფთავეთ ნახევარი ანანასი, ამოაჭერით შიგთავსი და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.
მოამზადეთ შაქარი, ტომატი, სოიოს სოუსი, სეზამის (ქუნჯუთის) ზეთი, ძმარი, ტკბილი ჩილის სოუსი. ცივ წყალში გახსენით 2-3 კოვზი სახამებელი.
გააცხელეთ ტაფა, მოასხით ზეთი, დაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, კოჭა, წიწაკა და გააცხელეთ (ყურადღება მიაქციეთ, რომ ზედმეტად არ დაიბრაწოს). ტაფაზე დაამატეთ 3-4 ს/კ ტომატის სოუსი, ცოტაოდენი სოიოს სოუსი, 1 ჭიქა წყალი, 3.5 ს/კ შაქარი, ძმარი და 1 ს/კ ტკბილი ჩილის სოუსი. ასევე, დაგჭირდებათ 2-3 ჩ/კ სახამებელი შესასქელებლად, ანანასი და ამოურიეთ. გადმოიღეთ სოუსი ქურიდან და დაამატეთ სეზამის (ქუნჯუთის) ზეთი. სოუსი მზადაა!