*გამოიყენეთ სხვადასხვა ბოსტნეული – ყვავილოვანი კომბოსტო, სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ნიახურის ღერო და ა.შ.
ბოსტნეული გარეცხეთ და დაჭერით.
მარილი წყალში შეურიეთ და გაადნეთ.
დაჭრილი ბოსტნეული, ნიორი, პილპილი, კამა და 1 ცალი ვაზის ფოთოლი სუფთა 1 ლიტრიან ქილაში მჭირდოდ მოათავსეთ. ჩაასხით მარილწყალი ისე, რომ თავზე 2,5 სმ სიცარიელე დარჩეს. მეორე ვაზის ფოთოლი ბოსტნეულებს გადააფარეთ ისე, რომ ბოსტნეულები მთლიანად მარილწყალში მოექცეს და დაახურეთ ხუფი.
ქილა სამზარეულოში ოთახის ტემპერატურაზე მოათავსეთ იქ, სადაც მზის სხივი არ მოხვდება. ქილას დღეში ერთხელ მოხსენით თავსახური, რადგან დაგროვებული აირი ამოვიდეს. 3 დღის შემდეგ (მაქსიმუმ 1 კვირა) გასინჯეთ ბოსტნეული, თუ მას თქვენთვის სასურველი არომატი აქვს – შესანახად უკვე მზადაა.
მჭიდროდ დაახურეთ ხუფი და შეინახეთ მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას. როცა გრილ ადგილას შეინახავთ ფერმენტაციაც დამთავრდება და მწნილის შენახვას 8 თვემდე შეძლებთ.