სპაგეტი ხორცის სოუსით
სპაგეტი უგემრიელესი სოუსით – შესანიშნავი სადილი, რომელსაც ხშირად მოამზადებთ ხოლმე :)
წყალი დიდ ქვაბში აადუღეთ, დაამატეთ მარილი და სპაგეტი მოხარშეთ. 1 ჭიქა ნახარში წყალი გადაინახეთ.
საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე დიდ ქვაბში ზეითუნის ზეთში შებრაწეთ ფარში, შეაზავეთ მარილითა და პილპილით. გადმოდგით გაზქურიდან და ფარში თეფშზე გადაიტანეთ. ამავე ქვაბში მოათავსეთ ნიორი და ხახვი, თუშეთ 3–5 წუთით. მოასხით ღვინო, დაუმატეთ ორეგანო და ტომატი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთით.
დაუმატეთ გახეხილი/დაჭყლეტილი პომიდორი და მომზადებული ფარში. წამოადუღეთ. შეურიეთ ნაღები.
დაუმატეთ გადაწურული სპაგეტი და კარგად აურიეთ. თუ კერძი მშრალი მოგეჩვენოთ დაუმატეთ გადანახული 1 ჭიქა ნახარში წყალი. მორთეთ ყველითა და რეჰანით.