რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

სოკოს წვნიანი

ცივი ამინდების დადგომასთან ერთად ცხელი წვნიანის მირთმევა უფრო მეტად სასიამოვნოა. სცადეთ და ისიამოვნეთ :)
ცივი ამინდების დადგომასთან ერთად ცხელი წვნიანის მირთმევა უფრო მეტად სასიამოვნოა. სცადეთ და ისიამოვნეთ :)

0:00:00
10 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის ინგრედიენტები
70   გრამი კარაქი
2   ცალი პრასი
2   ცალი დიდი სტაფილო
6   ჭიქა ქათმის ბულიონი
2   ჩ/კ გამხმარი კამა
2   ჩ/კ მარილი
18   ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
1   ცალი დაფნის ფოთოლი
900   გრამი კარტოფილი
450   გრამი ახალი სოკო
1   ს/კ გამდნარი კარაქი ან მარგარინი
6   ჭიქა რძე
14   ჭიქა ფქვილი
ახალი კამა გასაფორმებლად
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

გათალეთ კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად. დადგით დიდი ზომის ტაფა საშუალო ცეცხლზე და გაადნეთ მასში 45 გრამი კარაქი. თხლად დაჭერით პრასი. გათალეთ სტაფილო და დაჭერით. მოათავსეთ სტაფილო ტაფაში პრასთან ერთად და შუშეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩაუმატეთ ბულიონი. შეკაზმეთ გამხმარი კამით, მარილით, წიწაკითა და დაფნის ფოთოლით. ბოლოს ჩაუმატეთ კარტოფილი, დააფარეთ ტაფას თავსახური და ხარშეთ 20 წუთის განმავლობაში, სანამ კარტოფილის კუბიკები არ დარბილდება.

2

გაადნეთ დარჩენილი კარაქი მეორე ტაფაში. დაჭერით და შეწვით სოკო 5 წუთის განმავლობაში(სანამ ცოტათი არ შეყავისფერდება). გადაიტანეთ შემწვარი სოკო მეორე ტაფაში მომზადებულ წვნიანში.

3

მცირე ზომის თასში ჩაყარეთ ფქვილი. შეურიეთ გამდნარი კარაქი და რძეე(ოთახის ტემპერატურის) ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადაასხით ეს მასა სოკოს წვნიანში და მოურიეთ, რომ შესქელდეს. უკვე თეფშზე გადაღებული წვნიანი კი ახალი კამით გააფორმეთ.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მდიდრული და გემრიელი რუსული სუპი, რომელიც არ ჰგავს კარტოფილის ჩვეულებრივ  სუპებს. სცადეთ და შეაფასეთ :)
მდიდრული და გემრიელი რუსული სუპი, რომელიც არ ჰგავს კარტოფილის ჩვეულებრივ სუპებს. სცადეთ და შეაფასეთ :)
ავტორი:
სოკოს წვნიანი– მარტივი და გემრიელი კერძი მთელი ოჯახისათვის.
სოკოს წვნიანი– მარტივი და გემრიელი კერძი მთელი ოჯახისათვის.
ავტორი: