სოკოს სენდვიჩი
სენდვიჩები სოკოთი და ყველით – შეგიძლიათ მიირთვათ საუზმეზე ან წაიხემსოთ დღის განმავლობაში :)
გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ დაკეპილი ნიორი, დაჭრილი მწვანე ჩილი და თხლად დაჭრილი ხახვი.
დაუმატეთ სოკო და მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი. თუშეთ სოკოს შეწვამდე.
პურზე გადაანაწილეთ მოთუშული ინგრედიენტები და მოაყარეთ ყველი.
დააფარეთ პურის მეორე ნაჭერი და მოათავსეთ ტოსტერში ყველის დადნობამდე და პურის გახრაშუნებამდე. მიირთვით ცხელი.