სკუმბრია მაიონეზის ბაჟეში
თევზი მაიონეზში უგემრიელესია. გაგვანდეთ, თუ როგორ ამზადებთ ამ კერძს თავად.
მაიონეზი(200-220 გრამიან შეფუთვა) ჩავასხათ ემალის ქაბში. დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, უცხო სუნელი, ქინძის სუნელი, ცოტაოდენი ყვითელი ყვავილი, წიწაკა, მარილი და წვრილად დაჭრილი ქინძი. დავასხათ თბილი წყალი (სასურველი სისქის მიღების შესაბამისად) და მოვურიოთ.
ამ მასაში შეგვიძლია ჩავალაგოთ ნებისმიერი სახის შემწვარი თევზი, თუმცა სასწაულად უხდება სკუმბრია!
ასევე შეგვიძლია ჩავაწყოთ შემწვარი ქათამი და მოხარშული კვერცხი. მოხარშული კვერცხის შემთხვევაში ნაკლები წყალი უნდა ვუქნათ, რადგან ეს მასა ცოტათი სქელი უნდა იყოს.