საზაფხულო ხილის სალათა
თქვენს წინაშეა უგემრიელესი საზაფხულო ხილის სალათა. ძალიან გემრიელი საზაფხულო დესერტიც გამოგივათ!
დადგით ქვაბი საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. ჩაასხით ფორთოხლის წვენი, ლიმონის წვენი; ჩაყარეთ შაქარი და ციტრუსების ცედრა. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ, სანამ არ შესქელდება, დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ ვანილის ექსტრაქტი და დადგით გრილ ადგილას გასაცივებლად.
ამასობაში დაჭერით ყველა ხილი და ფენებად ჩაალაგეთ დიდი ზომის მინის თასში შემდეგი თანმიმდევრობით: ანანასი(სურვილისამებრ), მარწყვი(სურვილისამებრ), კივი, ბანანი, გათლილი და დანაწევრებული ფორთოხალი, ყურძენი(სურვილისამებრ), მოცვი. მოასხით სალათას მომზადებული ხილის სოუსი და შედგით მაცივარში 3-4 საათით. გემრიელად მიირთვით!