საზაფხულო ბოსტნეულის წვნიანი
ჯანსაღი საზაფხულო სუპი, რომელიც გაჯერებულია C ვიტამინით.
დიდ ქვაბში გააცხელეთ ზეთი, დაუმატეთ პრასი და ნიახური, თუშეთ დარბილებამდე, 8 წუთით. დაუმატეთ ოთხად გაყოფილი და სიგრძეზე დაჭრილი ყაბაყი და ნიორი. თუშეთ კიდევ 5 წუთით.
დაასხით ბულიონი, დააფარეთ სახურავი და ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე, 10 წუთით. დაუმატეთ სატაცური, ბარდა, ცერცვი, და ხარშეთ კიდევ 4 წუთით, სრულად მოხარშვამდე. შეურიეთ დაჭრილი რეჰანი და კარგად შეანელეთ. მოაყარეთ ცოტა რეჰანის ფოთლები და მიირთვით პურთან ერთად.