სალათა ხორცითა და მაკარონით
გემრიელი და მარტივი სალათა ხორცითა და მაკარონით – მრავალფეროვანი სალათის რეცეპტი კულინარიაზე.
ქათმის ხორცი დავჭრათ ღერებად, მაკარონიც დავჭრათ 5-6 სმ სიგრძის ღერებად. სოკო, პამიდორი და კვერცხი დავჭრათ რგოლებად. ყველაფერი ერთმანეთში ავურიოთ, დამუვატოთ დაჭრილი ოხრახუში, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავასხათ მაიონეზი და გავაფორმოთ კვერცხისა და პამიდვრის ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!