დაჭერით პური თანაბარი ზომის ჩხირებად და ოდნავ გაახმეთ. 4 ს/კ ძმარსა და 130 მლ. წყალს დაამატეთ დამტვრეული დაფნის ფოთოლი და აადუღეთ. გააცივეთ მიღებული ნაზავი და მოასხით პურის ჩხირებზე. დატოვეთ 25-30 წუთით.
გაასუფთავეთ კანისგან 320 გრ. პომიდორი, გამოაცალეთ თესლი და რბილობი დაჭერით რგოლებად. აიღეთ წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა, გაასუფთავეთ და ისიც დაჭერით საშუალო ზომის კუბებად. ასევე, უნდა დაიჭრას ხახვი ნახევარწრეებად, 3 ღერი ოხრახუში, დაამატეთ 2 ს/კ კაპარი და აურიეთ ბოსტნეულში.
გაწურეთ პური და დააჭერით მომცრო ნაწილებად. დაჭრილ ნიორს უნდა მოასხათ ზეითუნის ზეთი, დაამატოთ დაჭრილი ოხრახუში, ცოტაოდენი ძმარი, მარილი და პილპილი გემოვნებით. მიღებული სოუსი მოასხით პურზე და მოათავსეთ მაცივარში 60 წუთის განმავლობაში. სალათი მზადაა! მიირთვით უგემრიელესი სალათი ოხრახუშითა და ბაზილიკით.