პური ნივრითა და ყველით
ისეთი სახალისო და ისეთი გემრიელია, რომ გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ :)
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. პური დაკბილული დანით ჯვარედინად დაჭერით, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ პურის ძირი არ გაიჭრას.
პატარა ქვაბში გაადნეთ კარაქი. შეურიეთ დაკეპილი ნიორი, დაჭრილი ოხრახუში და გახეხილი პარმეზანი. პურს კარაქის ნაზავი გაჭრილ ადგილებში თანაბრად წაუსვით.
პატარა ნაწილებად დაჭრილი ყველი პურის თითოეულ გაჭრილ ადგილში მოათავსეთ. პურს ალუმინის ფოლგა შემოახვიეთ და აცხვეთ 15 წუთით. შემოხსენით ფოლგა და აცხვეთ კიდევ 10–15 წუთით მანამ, სანამ ზედაპირი ხრაშუნა არ გახდება. მიირთვით მომზადებისთანავე.