ფენოვანი ცომი
ფენოვანი ცომის სახლში მომზადება არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს
მოათავსეთ 1 კილოგრამი ფქვილი თასში და გაუკეთეთ ჩაღრმავება. ჩაასხით წყალი, ჩატეხეთ კვერცხი და მოაყარეთ მარილი. ურიეთ ეს ინგრედიენტები რბილი ცომის მიღებამდე.
მოათავსეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და გააბტყელეთ 20×40სმ ზომის ოთხკუთხედად. გამოიყენეთ სუფრის დანა და ცომის ნახევარს ალაგ-ალაგ მოაცხეთ კარაქი. ზემოდან გადააკეცეთ ცომის უცხიმო ნახევარი და მოაყარეთ ფქვილი. ხელახლა გააბრტყელეთ ცომი და გაიმეორეთ იგივე პროცედურები მანამ, სანამ კარაქი არ გამოგელევათ(დაახლოებით 5-ჯერ).
ბოლოს მიღებული ცომი ერთხელ გადაკეცეთ სიგრძეზე და რამოდენიმეჯერ სიგანეზე. შემდეგ შეფუთეთ კულინარიული ცელოფნით და შედგით საყინულეში 20 წუთით ან მაცივარში 1 საათით.