პელმენისა და ვარენიკის ცომი
ამ ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ პელმენი ან ვარენიკი ხორცის, ყველის, კარტოფილის ან ხილის შიგთზავსით.
2/3 ჭიქა ნაღები, 1 ს/კ არაჟანი, 2 ჭიქა თბილი წყალი, 2 ცალი კვერცხი და 1 ½ ჩ/კ მარილი მიქსერით კარგად ათქვიფეთ.
დაუმატეთ 4 ჭიქა ფქვილი და მოზილეთ ცომი.
სათითაოდ დაუმატეთ 3 ჭიქა ფქვილი და თითოეულ დამატებაზე კარგად შეურიეთ ცომს. დარჩენილი ფქვილი თითო–თითო სუფრის კოვზით დაუმატეთ ცომს და კარად შეაზილეთ (ცომი თასის კიდეებს აღარ უნდა მიეკრას). კიდევ 5 წუთით განაგრძეთ მოზელა.
ცომი ფქვილ მოყრილ ზედაპირზე გადაიტანეთ და გასაბრტყელებლად გაამზადეთ.