ამ გემრიელი და მარტივი რეცეპტის მოსამზადებლად დიდი ძალისხმევა არ დაგეხარჯებათ. ქათმის ხორცის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ღორის ხორცის რბილი ნაჭრები. კალაბაში ამ კერძს განსაკუთრებულ გემოვნურ თვისებებს სძენს. მისი შეძენა უკვე შესაძლებელია აგროჰაბში.
კალაბაში გავრეცხოთ და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.
გავამზადოთ ბოსტნეული. ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა - ქინძის ბოლოები, მშრალი წიწაკა და ნიორი კი მსხვილად.
გავამზადოთ წინასწარ მოხარშული ქათმის ფილე და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.
ღრმა ტაფაში ჩავასხათ ზეთი, შემოვდგათ ქურაზე და გავაცხელოთ. ზეთი რომ დუღილს დაიწყებს ჩავუმატოთ წიწაკა, ქინძი და ნიორი, ვშუშოთ მანამ სანამ ნიორი მოოქროსფრო/მოყავისფრო ფერს არ მიიღებს. შემდეგ ჩავუმატოთ დაჭრილი კალაბაში, კარგად ამოვურიოთ და გავაჩეროთ დაახლოებით 5-7 წუთის განმავლობაში.
ბოლოს ტაფაში ჩავამატოთ ქათმის ფილე, მოვასხათ სოიოს სოუსი, სეზამის ზეთი და დავუმატოთ 3 სუფრის კოვზი წყალი. რამოდენიმეჯერ კარგად ამოვურიოთ. კერძი მზად არის, გემრიელად მიირთვით!