გააცხელეთ ღუმელი 190C გრადუსამდე(375F). მინი მაფინების 24 ჭიქას(2 ფორმა 12 ჭიქით) მოაცხეთ ცოტაოდენი ცხიმი.
დიდი ზომის თასში ერთმანეთს კარგად შეურიეთ 1/2 ჭიქა შაქარი, 1/4 ჭიქა დამდნარი კარაქი ან მარგარინი და 3/4 ჩაის კოვზი დაფქული მუსკატის კაკალი. შემდეგ ჩაუმატეთ 1/2 ჭიქა რძე, 1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი, 1 ჭიქა ფქვილი და შეურიეთ.
შეავსეთ მინი მაფინების ჭიქები ცომით ნახევრამდე, დაალაგეთ საცხობ ლანგარზე. შედგით ღუმელში და აცხვეთ 15-20 წუთით, სანამ მაფინები ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.
ჯამში ერთმანეთს შეურიეთ 1/2 ჭიქა შაქარი და 1 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი. მეორე ჯამში ჩაასხით 1/4 ჭიქა გამდნარი მარგარინი. ფრთხილად ამოიღეთ გამომცხვარი მაფინები ფორმიდან, სათითაოდ ჩააწეთ ჯერ ცხიმში(მხოლოდ ზედა მხრიდან) და შემდეგ დარიჩინის მასაში, რომ აიკრას. აცალეთ კარგად გაცივება და გემრიელად მიირთვით!