მაყვლის მურაბა
განსაკუთრებით გემრიელი მაყვლის მურაბა. გემრიელია ჩაისთან ერთად.
მაყვალი გარეცხეთ და 4 ნაწილად გაყავით. ჩაყარეთ თასში თითოეული ნაწილი და ფენა-ფენა დააყარეთ შაქარი.
დააფარეთ და დატოვეთ სულ მცირე 5 საათით.
გადაიტანეთ ღრმა ქვაბში მოსახარშად.
აადუღეთ და ადუღეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 1 სთ და 15 წუთით.
ფრთხილად იყავით რომ არ ჩაიხარშოს და არ ჩაიშალოს.
ქილები გარეცხეთ. ქილები და თავსახურები გაასტერილეთ და ჩაასხით ცხელი მურაბა.
შეინახეთ მშრალ, ბნელ, გრილ ადგილას.