მაწონი
მარტივი წესი მაწვნის მოსამზადებლად
ავადუღოთ 3 ლიტრი რძე და გავაჩეროთ იმდენ ხანს, რომ ოდნავ გაგრილდეს (ნეკა თითს რომ ჩაყოფთ უნდა იკბინებოდეს).
ჩაის კოვზით გადმოვიღოთ სადედი (ანუ მზა მაწონი) პატარა ჭიქაში, დავასხათ 1 ს.კ. რძე და მოვურიოთ კოვზით ერთი-ორჯერ. შემდეგ ჩავასხათ რძეში და კვლავ ამოვურიოთ.
ბოლოს ჩავასხათ სასურველი ზომის ჭიქებში. ჭიქებს ზემოდან დავაფაროთ ქვაბის თავსახური, შემდეგ კი თბილად შევფუთოთ. ზაფხულში გავაჩეროთ ასეთ მდგომარეობაში დაახლოებით 3, ზამთარში კი 4-5 საათით. დროის გასვლის შემდეგ გავხსნათ, დაველოდოთ ოდნავ შეგრილდეს და შევდგათ მაცივარში.