მარწყვის სორბეტი
გაზაფხულის დიდებული დესერტი – გამორჩეული გემოთი და მადისაღმძვრელი ფერით :)
მაღალ ტემპერატურაზე საშუალო ქვაბში მოათავსეთ წყალი და შაქარი. ურიეთ შაქრის გალღობამდე, დაახლოებით 5 წუთით.
მარწყვი სამზარეულოს კომბაინში ერთგვაროვანი პიურეს მიღებამდე თქვიფეთ. მარწყვის პიურე, ახლად გამოწურული ფორთოხლისა და ლიმონის წვენი შაქრის სიროფს დაუმატეთ. ურიეთ კარგად შერევამდე. დააფარეთ და გასაცივებლად შედგით მაცივარში, დაახლოებით 2 საათით.
სორბეტი დაბალ კონტეინერში გადაიტანეთ და გაყინეთ, დაახლოებით 6 საათით. სანამ გამყარდება, მოურიეთ ყოველ ერთ საათში. გემრიელად მიირთვით!