ქართული სამზარეულო მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ტრადიციული კულინარია მრავალფეროვანი კერძებით გამოირჩევა და მათი გემო უდაოდ გამოარჩევს ქართულ სამზარეულოს სხვადასხვა ქვეყნის კერძებისგან, თუმცა კერძების მზადება დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.
რესტორანი “პური და ღვინო“ ოდესღაც მხოლოდ იდეას წარმოადგენდა. კონცეფციის ასეთი სახით ჩამოსაყალიბებლად უამრავი საფეხურის გავლა გახდა საჭირო. ამ ეტაპების წარმატებით დაძლევას თან მოყვა რესტორნის წარმატებაც.