მაფინები საუზმედ
მაფინები ნებისმიერი დღის საუკეთესო დასაწყისია! დილიდანვე შეიქმენით გემრიელი განწყობა და გაახალისეთ ოჯახი :)
გააცხელეთ ღუმელი 175 C გრადუსზე. მოაცხეთ ცხიმი მაფინების 12 ჭიქას ან ჩააფინეთ მათში ქაღალდის ფორმები.
დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, შაქარი, სოდა, დარიჩინი და მარილი. შემდეგ ჩაუმატეთ სტაფილო, ქიშმიში, ნიგოზი, ქოქოსი და ვაშლი.
ცალკე თასში ერთად გათქვიფეთ კვერცხი, ზეთი და ვანილი. შემდეგ ჩაუმატეთ ეს ფქვილის მასას და ურეთ, სანამ მშრალი ფქვილი აღარ დარჩება. გადაანაწილეთ ცომი ფორმებში.
აცხვეთ გაცხელებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ მაფინები 5 წუთით დატოვეთ ფორმებში და შემდეგ გადმოიღეთ ცხაურზე კარგად გასაცივებლად.