მაკარონის სალათა
მაკარონის სალათის უმარტივესი რეცეპტი – მსუბუქი და გემრიელი კერძი ცხელი ზაფხულისათვის :)
მოხარშეთ მაკარონი, გადაწურეთ და გასაგრილებლად ცივ წყალში გაავლეთ. შემდეგ ისევ კარგად გადაწურეთ.
საკმაზის გასაკეთებლად: დიდ თასში აურიეთ მაიონეზი, არაჟანი, ძმარი, ყვითელი მდოგვი, შაქარი, მარილი და შავი პილპილი.
მოხარშულ მაკარონს საკმაზი მოასხით, შემდეგ შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნიახური და ოხრახუში და დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
მირთმევამდე 1 საათით გააცივეთ. გემრიელად მიირთვით!