რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

ლობიო ატრიით

ერთ–ერთი გამორჩეული ქართული კერძი, რომელიც ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთებში.
ერთ–ერთი გამორჩეული ქართული კერძი, რომელიც ძირითადად გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მთებში.

0:00:00
ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

 ატრია – მოხარშული ცომია, რომელიც ტრადიციულ ლობიოს კიდევ უფრო გემრიელს ხდის.

რეცეპტის ინგრედიენტები
500   გრამი ლობიო
2   ცალი დაფნის ფოთოლი
1   ჩ/კ წითელი წიწაკა
1   ჩ/კ უცხო სუნელი
1   ჩ/კ გამხმარი ქინძი
5   ს/კ ზეთი ხახვის მოსათუშად
3   ცალი საშუალო ზომის ხახვი
2   კბილი ნიორი
20   გრამი ახალი მწვანე ქინძი
700   გრამი ფქვილი (100 გრ მოსაპნევად)
300   მლ/ლ წყალი
12   ჩ/კ მარილი
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

ლობიო: მოხარშვამდე ლობიო ცივ წყალში 2 საათით გააჩერეთ. გადაწურეთ წყალი. შემდეგ ღრმა ქვაბში 2 ლიტრ წყალთან ერთად მოათავსეთ ლობიო, დაფნა და მარილი. ხარშეთ საშუალო ტემპერატურაზე ლობიოს დარბილებამდე. შენიშვნა: ცომი უნდა მომზადდეს ლობიოს მოხარშვამდე.

2

დაჭერით ხახვი და თუშეთ, სანამ ფერს შეიცვლის.

3

დაჭერით ახალი ქინძი და ლობიოს მოთუშულ ხახვთან ერთად დაუმატეთ. მოურიეთ და ადუღეთ 2–3 წუთით.

4

დასრისეთ ნიორი და დაუმატეთ ლობიოს 1 ჩაის კოვზ წითელ წიწაკასთან, 1ჩაის კოვზ უცხო სუნელთან, 1 ჩაის კოვზ გამხმარ ქინძთან და მარილთან ერთად. მოურიეთ და ადუღეთ 5 წუთით.

5

ატრია: შენიშვნა: ატრია უნდა მომზადდეს ლობიოს მოხარშვამდე. 600 გრ ფქვილი და ½ ჩაის კოვზი მარილი მოათავსეთ სათქვეფ თასში. გაუკეთეთ ჩაღრმავება ფქვილს და ნელ–ნელა დაუმატეთ 300 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი.

6

გააკეთეთ მკვრივი ცომის გუნდა.

7

ცომი წრიულად თხლად გააბრტყელეთ და დანით დიაგონალები იმგვარად გაატარეთ, რომ რომბები მიიღოთ.

8

დაუმატეთ დაჭრილი ცომი ლობიოს.

9

ადუღეთ 5–7 წუთი საშუალო ტემპერატურაზე. მიირთვით ცხელი. შეგიძლიათ მორთოთ ცოტაოდენი მწვანე ქინძით.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
შქმერული გემრიელი რაჭული კერძია. ახალგაზრდა ქათმის ხორცი, ნიორი და რძე მისი მთავარი ინგრედიენტებია.
შქმერული გემრიელი რაჭული კერძია. ახალგაზრდა ქათმის ხორცი, ნიორი და რძე მისი მთავარი ინგრედიენტებია.
ავტორი:
გებჟალია, დარბილებული ყველის კერძი სამეგრელოდან, შეგიძლიათ მაწონთან ერთად მოამზადოთ.
გებჟალია, დარბილებული ყველის კერძი სამეგრელოდან, შეგიძლიათ მაწონთან ერთად მოამზადოთ.
ავტორი:
ქართული ტრადიციული კერძი თქვენი სადღესასწაულო სუფრისათვის.
ქართული ტრადიციული კერძი თქვენი სადღესასწაულო სუფრისათვის.
ავტორი:
ავტორი: