ლიმონის მუსი
ეს მუსი არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ მოკლე დროში, სულ რამდენიმე ინგრედიენტით შეგიძლიათ მშვენიერი მუსის მომზადება.
გააცალეთ ლიმონს კანი, რბილობი კი გაწურეთ. ქერქის ნაწილს დაასხით წყალი, დანარჩენი შეინახეთ გასაფორმებლად.
დადგით წყალი და ლიმონის ქერქი ცეცხლზე და ადუღეთ 5-6 წუთი. შემდეგ გადაუწურეთ წყალი, დაამატეთ 1.5 ჭიქა შაქარი და ლიმონის წვენი. ჟელატინს დაასხით 3 ჭიქა ცივი წყალი, დატოვეთ გაჭღენთვამდე და შემდეგ გაწურეთ ბადეში. მიღებული მასა მოათავსეთ ლიმონის ნახარშში.
გააცივეთ ნაზავი 40°- მდე, ათქვიფეთ შესქელებამდე და მოათავსეთ ფორმებში. ფორმის მიღების შემდეგ ამოიღეთ, გააფორმეთ პიტნითა და ლიმონის ქერქით.
ისღა დაგრჩენიათ, მოაპკუროთ ლიმონიანი წყალი და უგემრიელესი მუსიც მზადაა!