კომბოსტოს სალათის კლასიკური რეცეპტი
ეს გახლავთ კომბოსტოსა და სტაფილოს სალათის კლასიკური რეცეპტი მაიონეზით. გემრიელად მიირთვით!
დიდი ზომის ჯამში ჩაყარეთ გახეხილი კომბოსტო(უნდა მიიღოთ 6 ჭიქა) და სტაფილო(უნდა მიიღოთ 1 ჭიქა) აურიეთ ერთმანეთში.
ცალკე, საშუალო ზომის ჯამში, ერთმანეთს შეურეით მაიონეზი, ძმარი, ნიახურის თესლი, შაქარი, მარილი და წიწაკა.
მიღებული მასა დაუმატეთ კომბოსტოსა და სტაფილოს, კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში გასაგრილებლად.