კომბოსტოს სალათა ვაშლით
წარმოგიდგენთ უმარტივეს რეცეპტს სასარგებლო და უგემრიელესი კომბოსტოს სალათის მოსამზადებლად.
გამოიყენეთ სამარხვო მაიონეზი თუკი მარხვაზე ხართ. ეს ხილისა და ბოსტნეულის საუკეთესო სინთეზია!
ამოაცალეთ ორივე ვაშლს გული, დაჭერით კანიანად და მოათავსეთ თასში. ჩაუმატეთ დაქუცმაცებული კომბოსტო, გახეხილი სტაფილო, თხლად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა და მწვანე ხახვი. ერთმანეთს მსუბუქად შეურიეთ ეს ინგრედიენტები.
მცირე ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ მაიონეზი, ყავისფერი შაქარი და ლიმონის წვენი. მოასხით მიღებული მასა სალათას დიდ თასში და გემრიელად მიირთვით!