ქიშმიშთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ცუკატი ან ჩირი.
აურიეთ ცოტაოდენი ფქვილი საფუართან ერთად, შეურიეთ თბილი რძე (რომელშიც 2 ჩ/კ შაქარი იქნება გახსნილი) და თანდათანობით შეათქვიფეთ ფქვილი ისე, რომ მიიღოთ დაახლოებით არაჟნის სისქის ცომი. დააფარეთ და გადადგით.
ათქვიფეთ კარაქი, მარილი და შაქარი, დაუმატეთ კვერცხები, არაჟანი და სანელებლები.
როცა ცომი ამოვა, შეურიეთ კარაქის ნაზავი და დაუმატეთ იმდენი ფქვილი, რომ მიიღოთ რბილი ცომი.
ცომი თბილ ადგილას მოათავსეთ და დაელოდეთ აფუვდეს. როდესაც ამოვა, ხელები ზეთით დაისველეთ, ორჯერ ჩაზილეთ და დააცადეთ კვლავ ამოვიდეს.
როდესაც ის მესამეჯერ აფუვდება, დაუმატეთ ქიშმიში და გადაიტანეთ ფორმებში (ფორმებს შიგნიდან პერგამენტი უნდა შემოახვიოთ). ცომი ფორმების მხოლოდ 2/3 უნდა ფარავდეს. შემდეგ ცომი კვლავ თბილ ადგილას დადგით და დააცადეთ ფორმებშივე აფუვდეს. როცა ცომი ამოვა, გადაიტანეთ ღუმელში და აცხვეთ საშუალო ტემპერატურაზე. გემრიელად მიირთვით!
თუ გინდათ, რომ ქიშმიში თანაბრად იყოს პასკაში განაწილებული, სანამ ცომს დაუმატებთ გარეცხეთ, გაამშრალეთ და ცოტაოდენი ფქვილი მოაყარეთ.