გააცხელეთ ღუმელი 190°C-ზე. წაუსვით კარაქი ორ 20 სმ. დიამეტრის მქონე საცხობ ლანგარს და დააფინეთ უკრობი პერგამენტი (კალკა). დიდ თასში ერთად თქვიფეთ ნამცხვრის ყველა ინგრედიენტი: 200 გრ. შაქარი, 200 გრ. დარბილებული კარაქი, კვერცხი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და რძე გლუვი და რბილი ცომის მიღებამდე.
გაყავით ნარევი და დაასხით ორივე ლანგარზე, ზედაპირი კოვზით მოასწორეთ, შემდეგ აცხვეთ დაახლოებით 20 წუთით ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე (თითით რომ დააწვებით, პირვანდელ ფორმას უნდა იბრუნდებდეს). გადმოაბრუნეთ ცხაურზე და ბოლომდე გააცივეთ.
გულის გასაკეთებლად, თქვიფეთ კარაქი, სანამ კრემს არ დაემსგავსება, შემდეგ თანდათანობით შეათქვიფეთ შაქრის პუდრა, ასევე სურვილისამებრ ვანილის ექსტრაქტიც. წაუსვით კარაქის კრემი ზემოდან ერთ ფენას, შემდეგ გადაუსვით ზემოდან მაღალი ხარისხის მარწყვის ან სასურველი ხილის ჯემი და დაადეთ სენდვიჩის მეორე ფენა. მირთმევამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა. ტორტი “ვიქტორია” შეინახეთ ჰერმეტულ კონტეინერში და მიირთვით 2 დღის განმავლობაში.