გათალეთ კარტოფილი და დაჭერით იმდენი, რომ მიიღოთ 3 მთელი 1/2 ჭიქა კარტოფილის კუბები. ჩაყარეთ ქვაბში და ჩაუმატეთ 1/3 ჭიქა დაჭრილი ნიახურის ღეროები, 1/3 ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი და კუბიკებად დაჭრილი შაშხი. დაასხით წყალი და მიიყვანეთ დუღილამდე. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე მანამ, სანამ კარტოფილი არ დარბილდება(დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში დაჭრილი კარტოფილის ზომის მიხედვით). ამასობაში ჩაუმატეთ ქათმის ბულიონი, მარილი და პილპილიც.
სანამ კარტოფილი იხარშება, საშუალოზე დაბალ ცეცხლზე დადგით მეორე ქვაბი და გაადნეთ მასში კარაქი. ჩაუმატეთ ფქვილი და 1 წუთის განმავლობაში მუდმივად ურიეთ. შემდეგ ძალიან ნელა ჩაასხით 2 ჭიქა რძე და თან მუდმივად ურიეთ. დატოვეთ ეს თხევადი მასა ცეცხლზე 4-5 წუთის განმავლობაში და თან მუდმივად ურიეთ, რათა გასქელდეს.
ჩაასხით რძის თხევადი მასა კარტოფილის წვნიანში, შეურიეთ და დატოვეთ ცეცხლზე დამატებით 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გემრიელად მიირთვით, სანამ ცხელია.