კარტოფილის ნავები
მოამზადეთ კარტოფილის ხრაშუნა ნავები და დაიწყეთ დღე ენერგიულად.
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 220 C-ზე. კარტოფილი ღუმელში 1 საათით აცხვეთ. გამოიღეთ და 10 წუთით გააგრილეთ.
კარტოფილები შუაზე (სიგრძეზე) გაჭერით და კოვზით შუაგული ამოაცალეთ. ერთი კარტოფილის შუაგული თასში მოათავსეთ. ამავე თასში სოკო, წითელი ბულგარული და გახეხილი ყველი მოათავსეთ და აურიეთ. ბოსტნეული კარტოფილის ნავებში გადაანაწილეთ.
საცხობ ლანგარს მოასხურეთ საცხობი სპრეი და დაალაგეთ კარტოფილები. კოვზით კარტოფილის ნავებში გააკეთეთ ჩაღრმავება. თითო კვერცხი თითოეულ ჩაღრმავებაში გატეხეთ და მარილითა და პილპილით შეაზავეთ. აცხვეთ 20–30 წუთით 200 C-ზე. ცხობის დასასრულს ხშირად შეამოწმეთ, რომ კვერცხი არ დაიწვას.
გამოიღეთ ღუმელიდან და მოაყარეთ დაქუცმაცებული შემწვარი ბეკონი.