კალაბაშის სალათი
ძალიან მარტივი და ადვილად მოსამზადებელი ვეგეტარიანული ფრეშ სალათის რეცეპტი. არ შეიცავს გლუტენისს.
საქართველოსთვის ეგზოტიკური, თუმცა მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული და კულინარიაში გამოყენებადი კალაბაშის ჯანსაღი ფრეშ სალათა თქვენს ორგანიზმს ვიტამინებით გაამდიდრებს. ბოსტნეულის შეძენა შეგიძლიათ აგროჰაბში.
გარეცხეთ და გაჭერით კალაბაში 4 ნაწილად. გაასუფთავეთ შიგნით არსებული რბილი თესლისგან.
კალაბაში გახეხეთ შიდა მხრიდან მსხვილ პირიანი სახეხით.
დაჭერით ხახვი, მწვანე წიწაკა, ბულგარული წიწაკა (წითელი, ყვითელი, მწვანე) და ჯანჯაფილი (კოჭა) წვრილად და მოათავსეთ თასში. დაუმატეთ გახეხილი კალაბაში.
საბოლოოდ დაუმატეთ იოგურტი, პილპილი და მარილი. კარგად ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით.
პ.ს. თუ სალათი მოგვიანებით უნდა მიირთვათ, მაშინ აჯობებს მარილის მოყრისგან თავი შეიკავოთ და ისე შეინახოთ მაცივარში. მაგიდასთან მიტანამდე კი შეაზავეთ მარილით 😊