რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

კალაბაში ინდური სუნელებით

მოამზადეთ კალაბაშის ვიტამინებით სავსე რეცეპტი ძალიან მარტივად, მოკლე დროში.
მოამზადეთ კალაბაშის ვიტამინებით სავსე რეცეპტი ძალიან მარტივად, მოკლე დროში.

0:25:00
2 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

კალაბაში

 

კალაბაში ვიტამინებით სავსე მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული და გამოყენებადი ინგრედიენტია. გაგიკვირდებათ და ეს ბოსტნეული უკვე საქართველოშიც მოჰყავთ. მისი შეძენა აგროჰაბში შეგიძლიათ. 

რეცეპტის ინგრედიენტები
200   გრამი კალაბაში
1   ცალი ხახვი
1   ცალი მწვანე ცხარე წიწაკა
3   კბილი ნიორი
1   ჩ/კ ჯანჯაფილი
14   ჩ/კ ძირა
1   ჭიქა წყალი
გემოვნებით ქინძი
გემოვნებით მარილი
14   ჩ/კ კურკუმა
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

გარეცხეთ და გათალეთ კალაბაში. გაჭერით შუაზე და გაასუფთავეთ თესლისგან. დაჭერით ½ სმ ზომის კუბებად.

2

დაჭერით 1 ცალი ხახვი, 1 ცალი მწვანე წიწაკა, 3 კბილი ნიორი, 1 ჩ/კ ჯანჯაფილი და ქინძი.

3

ქვაბში მოათავსეთ ყველა დაჭრილი ინგრედიენტი, დაუმატეთ შემდეგი სუნელები: ¼ ჩ/კ ძირა, ¼ ჩ/კ პილპილი, 1/4 ჩ/კ კურკუმა და მარილი გემოვნებით. თუშეთ ეს ყველაფერი დაახლოებით 3 წთ. განმავლობაში, შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი კალაბაში და 1 ჭიქა წყალი, დაახურეთ ქვაბს თავსახური, გააჩერეთ 15 წუთი საშუალო ცეცხლზე, შიგადაშიგ ურიეთ, შემდეგ მოხადეთ თავსახური და გააჩერთ მაღალ ცეცხლზე სანამ წყალი არ ამოშრება. სულ ბოლოს კი დაუმატეთ დაჭრილი ქინძი.

4

სანამ ცეცხლს გამორთავთ გირჩევთ დაუმატოთ 1 ს/კ კარაქი და ცოტახნით კიდევ გააჩეროთ ცეცხლზე. კარაქის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ 2 ს/კ ქოქოსის რძე (იყიდება გუდვილში და სხვა სუპერმარკეტებში).

  სულ ესაა, ჩვენი კალაბაში მზადაა. გემრიელად მიირთვით!

კომენტარები
0 კომენტარი
სხვა საინტერესო რეცეპტები და რჩევები
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
შოკოლადის მაფინი
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
რა განსხვავებაა ქათმის თეთრ და მუქ ხორცს შორის?
ქათმის ხორცი ჯანსაღი კვების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად ასათვისებელ ცილების, ვიტამინების, ამინომჟავებისა და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს ნებისმიერი ასაკის ორგანიზმისთვის. როდესაც საქმე ეხება ქათმის ნაჭრის არჩევას, რომელს ანიჭებთ უპირატესობას ქათმის თეთრ თუ მუქ ხორცს? ქათმის ფრთები და მკერდი თეთრ ხორცად ითვლება, ქათმის ბარკლები კი მუქად.
თარიღი: 06/03/2022
ავტორი: Tekla_mi
რა დაგვეხმარება გემრიელი კერძების მომზადებაში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე
ქართული სამზარეულო მთელს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, ტრადიციული კულინარია მრავალფეროვანი კერძებით გამოირჩევა და მათი გემო უდაოდ გამოარჩევს ქართულ სამზარეულოს სხვადასხვა ქვეყნის კერძებისგან, თუმცა კერძების მზადება დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.
თარიღი: 05/21/2022
ავტორი: tomato
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
ქაღალდის ნაძვის ხე
გააკეთეთ საახალწლო ფერად–ფერადი ნაძვის ხეები უმარტივესად :)
მსგავსი რეცეპტები
მარტივი და გემრიელი კერძი. თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ნიორიც. დააგემოვნეთ :)
მარტივი და გემრიელი კერძი. თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ დაამატოთ ნიორიც. დააგემოვნეთ :)
ავტორი:
კარტოფილის მომზადება ამ რეცეპტით ძალიან მარტივია და თანაც გემრიელი საუზმე გამოდის.
კარტოფილის მომზადება ამ რეცეპტით ძალიან მარტივია და თანაც გემრიელი საუზმე გამოდის.
ავტორი:
გემრიელი და ადვილად მოსამზადებელი კრტოფილის კერძი განსაცვიფრებელი არომატითა და ხრაშუნა კანით.
გემრიელი და ადვილად მოსამზადებელი კრტოფილის კერძი განსაცვიფრებელი არომატითა და ხრაშუნა კანით.
ავტორი: