ქათმის სალათა ბოლოკით
პოპულარული ქათმის სალათის მარტივი რეცეპტი მარიეტასგან. მოამზადეთ, დააგემოვნეთ და შეაფასეთ რეცეპტი!
მოვხარშოთ ქათმის ფილე და დავძიძგნოთ. ჩავახეხოთ 2 ცალი მოზრდილი ბოლოკი. ჩავაჭყლიტოთ 2 კბილი ნიორი. ჩავაჭრათ თხლად დაჭრილი თავი ხახვი. დავამატოთ უცხო სუნელი, ქინძის სუნელი, მარილი, პილპილი და წიწაკა. მოვასხათ მაიონეზი და კარგად ავურიოთ. გემრიელად მიირთვით!