ქათამი ინგლისურად
მოსამზადებლად მარტივი, გემრიელად შეზავებული, წვნიანი და გემრიელი შემწვარი ქათამი მთელი ოჯახისათვის.
გაჭერით ქათამი შუაზე და ამოიღეთ ნეკნები და ხერხემალი.
აურიეთ კარაქის გარდა ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და გააჩერეთ ქათამი მიღებულ მარინადში 2–დან 6 საათამდე. შეწვამდე კი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
წინასწარ გაახურეთ ღუმელი 260°C-ზე.
ამოიღეთ ქათამი მარინადიდან და მეტ–ნაკლებად შეამშრალეთ.
დააწყვეთ ლანგარზე, წაუსვით კარაქი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და აცხვეთ 20–25 წუთით, ცხობისას ერთი–ორჯერ წაუსვით კარაქი.