ქათამი გემრიელი სოუსით
მარტივად მოსამზადებელი ქათმის კერძის რეცეპტი, რომელსაც გემრიელი სოუსის დახმარებით საუცხოო გემო აქვს.
გააცხელეთ ზეთი ტაფაზე (უმჯობესია უკრობი ზედაპირით). დადეთ ქათამი და წვით უძრავად ერთ მხარეს, სანამ საჭირო შეფერილობას არ მიიღებს. შემდეგ გადმოაბრუნეთ და შეწვით მეორე მხარეც. განაგრძეთ წვა 12–15 წუთის განმავლობაში, ქათმის სრულად შეწვამდე. მოაფრქვიეთ ცოტაოდენი მარილი და წიწაკა.
გაჭერით შუაზე პომიდვრები და მოათავსეთ ტაფაზე. ურიეთ ორიოდე წუთით, სანამ დარბილებას არ დაიწყებს. შეამცირეთ ტემპერტურა და სოუსის მისაღებად პესტო (ნივრის, რეჰანის, კაკლის, პარმეზანის, ზეითუნი ზეთისა და მარილის ნაზავი) და კრემ ფრეში (უმჯობესია ნახევრად ცხიმიანი) კარგად შეურიეთ ერთმანეთს.
სურვილისამებრ მოაყარეთ ცოტაოდენი რეჰანის ფოთლები. გემრიელია ბრინჯთან და სალათასთან ან პიურესთან და ბროკოლისთან ერთად.