რეგისტრაცია შესვლა
1
გამარჯობა,
  • კულინარიული აღმოჩენების დროა!
  • ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
  • გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
დარეგისტრირდით ახლავე!
1
გამარჯობა,
კულინარიული აღმოჩენების დროა!
ჩაინიშნეთ და შეაფასეთ საყვარელი რეცეპტები
გაუზიარეთ სხვებსაც საკუთარი კულინარიული შემოქმედება
განათავსე რეცეპტები!

იტალიური ომლეტი ფრიტატა

იტალიური ომლეტის მომზადება ძალიან მარტივი და სახალისოა. მოიმარაგეთ ბოსტნეული და შეუდექით გემრიელი საუზმის მომზადებას :)
იტალიური ომლეტის მომზადება ძალიან მარტივი და სახალისოა. მოიმარაგეთ ბოსტნეული და შეუდექით გემრიელი საუზმის მომზადებას :)

0:25:00
6 ულუფა
ბეჭდვა
რეცეპტის აღწერა

იტალიური ომლეტი ფრიტატას მომზადებისას მთავარი ინგრედიენტი არის არა კვერცხი არამედ მსხვილად დაჭრილი ბოსტნეული, ამიტომ დავეშუროთ ბევრ ბოსტნეულს. კვერცხის ფუნქცია ამ მასის გაერთიანებაა. გამოდის დიდი მოცულობის, რელიეფური და ლამაზი საუზმე. ომლეტი თავდაპირველად მზადდება ტაფაზე, ხოლო შემდეგ იდგმევა ღუმელში. თუ ღუმელი არ გაქვთ, მაშინ ტაფას მჭიდროდ დაახურეთ სახურავი, ცეცხლს კი დაუწიეთ.

რეცეპტის ინგრედიენტები
6   ცალი კვერცხი
3   ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
1   თავი წითელი ხახვი
1   კონა ოხრახუში
150   გრამი ბროკოლი
14   ცალი ლიმონი
2   ს/კ ზეითუნის ზეთი
2   კბილი ნიორი
30   გრამი კარაქი
მუსკატის კაკალი გემოვნებით
პაპრიკა გემოვნებით
1   პატარა კონა ქონდარი
პილპილი და მარილი გემოვნებით
რეცეპტის მომზადების საფეხურები
1

შევურიოთ კვერცხს მარილი, მუსკატის კაკალი და პაპრიკა.

2

ბროკოლი დავყოთ, ნაწილებად. ხახვი დავჭრათ რკალებად.

3

ნიორი და ოხრახუში წვრილად დაჭერით, შეაზავეთ ლიმონის წვენითა და ზეითუნის ზეთით.

4

დაჭრილი ხახვი მოვხრაკოთ ზეთში დარბილებამდე, დავუმატოთ ბროკოლი, მოვთუშოთ კიდევ 1 წუთი, რის შემდეგაც დავუმატოთ ბულგარული წიწაკა და ვთუშოთ კიდევ 1 წუთი. დავუმატოთ ქონდარის ფოთლები, 1 წუთის შემდეგ კი ოხრახუში ნივრით ლიმონის და ზეითუნის წვენით. 30 წამის შემდეგ კი მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი.

5

კვერცხი როცა დაიწყებს მზადებას ტაფა შედგით ღუმელში 5-7 წთ. განმავლობაში (წინასწარ გააცხელეთ ღუმელი180 გრადუს ტემპერატურაზე). მაგიდაზე მიტანისას მოაყარეთ მარილი, პილპილი და ქონდარის ფოთლები.

კომენტარები
0 კომენტარი
ბოლოს განთავსებული
როგორ ავირჩიოთ ბინა იდეალური სამზარეულოთი
საკვების მოსამზადებლად იდეალური სამზარეულოს მქონე ბინის არჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია კულინარიის ყველა მოყვარულისთვის.
თარიღი: 06/01/2024
ავტორი: tomato
ცხელი შოკოლადი
ატმის აზიური სალათა
რამდენიმე ხრიკი, თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და რბილი ქათამი
ქათმის მომზადება ერთი შეხედვით ადვილია, მაგრამ ხშირად საბოლოო შედეგი მაინც გამომშრალი ხორცია. ჩვენ გაგიზიარებთ რამდენიმე მარტივ რჩევას, რის შემდეგაც თქვენი ქათმის ხორცი წვნიანი და ფაფუკი გახდება.
თარიღი: 06/10/2022
ავტორი: Tekla_mi
როგორ უნდა დაიჭრას მთლიანი ქათამი
როგორ დავჭრათ მთლიანი ქათამი ნაჭრებად.
როგორ გავაკეთოთ ხურმის ჩირი
მოამზადეთ უგემრიელესი ხურმის ჩირი საკუთარი ხელით ძალიან მარტივად :)
მსგავსი რეცეპტები
მარტივი საზაფხულო სალათის რეცეპტი, რომლის მომზადებაც არასდროს დაგეზარებათ!
მარტივი საზაფხულო სალათის რეცეპტი, რომლის მომზადებაც არასდროს დაგეზარებათ!
ავტორი:
ხშირად შეხვდებით რეცეპტების ინგრედიენტებში ნამდვილი იტალიური სამზარეულოდან.
ხშირად შეხვდებით რეცეპტების ინგრედიენტებში ნამდვილი იტალიური სამზარეულოდან.
ავტორი:
გემრიელი სალათების მომზადებაში იტალიური სალათის საკმაზი დაგეხმარებათ. გამოდის დაახლოებით 1 ჭიქა.
გემრიელი სალათების მომზადებაში იტალიური სალათის საკმაზი დაგეხმარებათ. გამოდის დაახლოებით 1 ჭიქა.
ავტორი: