გააცხელეთ ღუმელი 220C(425F) გრადუსამდე.
დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და შაქარი. ჩააგდეთ ცივი კარაქი და კარგად ჩაჭყლიტეთ ამ მასაში. ნელ-ნელა ჩაასხით რძე და ურიეთ, სანამ ცომი თასის გვერდებს აღარ მიეკრობა.
გადაიტანეთ ცომი ფქვილიან სამუშაო ზედაპირზე და ნაზად მოზილეთ 15-20-ჯერ. გააბრტყელეთ ოდნავ ფქვილიანი ცომის გასაბტყელელით 2.5 სანტიმეტრის სისქის ფენად. ამოჭერით წრეები ჭიქით(ფქვილიანი ზედაპირით) ან სპეციალური მრგვალი ფორმით(7-8სმ დიამეტრის). ბისკვიტებს ნაზად მოუსვით ზედაპირზე ფუნჯი, რათა მოშორდეს აკრული ფქვილი. დაალაგეთ ისინი უცხიმო საცხობ ლანგარზე 5-5 სანტიმეტრიანი დაშორებებით და აცხვეთ 13-15 წუთის განმავლობაში, ან სანამ ზედაპირი არ შეყავისფერდება.
მიირთვით თქვენი ფუმფულა ბისკვიტები ცხლად. გაჭერით შუაზე, წაუსვით კარაქი, თაფლი და გემრიელად ისადილეთ!