მოუსვით ცხიმი და მოაყარეთ ფქვილი 3 ცალ 23 სმ ზომის მრგვალ საცხობ ფორმას და დააფინეთ პერგამენტი.
წყალი და შოკოლადი თასში მოათავსეთ. აადუღეთ ქვაბში წყალი, ზემოდან თასი შემოდგით და ურიეთ შოკოლადის გადნობამდე.
სხვა თასში ერთად ჩაცერით ფქვილი, საცხობი სოდა და მარილი.
1 ჭიქა დარბილებული კარაქი და 2 ჭიქა შაქარი დიდ თასში მიქსერით საშუალო სიჩქარეზე ფაფუკი მასის მიღებამდე თქვიფეთ.
დაუმატეთ კვერცხის გულები სათითაოდ. თითოეულის დამატების შემდეგ კარგად ათქვიფეთ. შეურიეთ გამდნარი შოკოლადი და 1 ჩ/კ ვანილი.
მონაცვლეობით დაუმატეთ ფქვილის ნაზავი და კეფირი და თითოეული დამატების შემდეგ კარგად ათქვიფეთ.
კვერცხის ცილა მიქსერით მაღალ სიჩქარეზე გამყარებამდე თქვიფეთ. შეურიეთ ცომს.
ცომი წინასწარ გამზადებულ 3 ლანგარზე თანაბრად გაანაწილეთ.
აცხვეთ 180 C-ზე 30 წუთით (ან სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ).
ღუმელიდან გამოღებისთანავე ნამცხვრის გვერდები დანით ლანგარს მოაშორეთ. გააგრილეთ ლანგარშივე 15 წუთით. შემდეგ გადმოიღეთ ლანგრიდან, მოაცალეთ პერგამენტი და ბოლომდე გააგრილეთ.
კრემის მომზადება: დიდ ქვაბში მოათავსეთ შესქელებული რძე, 1 ½ ჭიქა შაქარი, ¾ ჭიქა კარაქი, 4 ცალი ათქვეფილი კვერცხის გული და 1 ½ ჩ/კ ვანილი.
დადგით საშუალო ტემპერატურაზე 12 წუთით ან შესქელებამდე, ურიეთ მუდმივად.
გადმოდგით გაზქურიდან. შეურიეთ ქოქოსი და დაჭრილი პეკანი ან ნიგოზი.
გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. მიღებული კრემი წაუსვით სამივე ფენას და თან ერთმანეთზე დაალაგეთ. მორთეთ სურვილისამებრ და გემრიელად მიირთვით :)