გააცხელეთ ღუმელი 220C გრადუსამდე(425F).
გათალეთ ატმები და დაჭერით თხლად. მოათავსეთ დიდი ზომის თასში და შეურიეთ 1/4 ჭიქა შაქარი, 1/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი, 1/4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი, მუსკატის კაკალი, ლიმონის წვენი და სიმინდის ფქვილი. შეურიეთ ნაზად, ხის კოვზ(ებ)ის გამოიყენეთ. მიღებული ატმის მასა მოათავსეთ 20სმ. ზომის ღრმა საცხობ ლანგარზე და შედგით ღუმელში 10 წუთით.
ამასობაში კი ახალ, დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ 1 ჭიქა ფქვილი, 1/4 ჭიქა შაქარი, 1/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი, საცხობი ფხვნილი და მარილი. თითებით ან სპეციალური ხელსაწყოთი მსუბუქად ჩააზილეთ ცივი, კუბიკებად დაჭრილი კარაქი. შემდეგ ჩაუმატეთ წყალი და შეურიეთ.
გამოიღეთ ატამი ღუმელიდან, მასზე კოვზით ზევიდან გადაანაწილეთ მე-3 ეტაპზე მიღებული მასა. ბოლოს მოაყარეთ 3 სუფრის კოვზ შაქარისა და 1 ჩაის კოვზ დარიჩინის ნარევი. შედგით ღუმელში და აცხვეთ 30 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერ შეფერილობას არ მიიღებს.