გამომცხვარი ვაშლი
საუკეთესო რეცეპტი ვაშლის გემრიელად გამოსაცხობად :)
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე.
ვაშლი გარეცხეთ და გაამშრალეთ. ვაშლს ბასრი დანით შუაგული ისე ამოაჭერით, რომ ძირი დაახლოებით 1 სმ სისქეზე მთელი დარჩეს. დაიხმარეთ პატარა კოვზი, რომ კურკები უფრო ადვილად ამოიღოთ.
ყავისფერი შაქარი, დარიჩინი, ქიშმიში და დაჭრილი ნიგოზი პატარა თასში მოათავსეთ და აურიეთ.
ვაშლები საცხობ ლანგარზე გადაიტანეთ და თითოეული შაქრის ნაზავით ამოავსეთ. 1 ს/კ კარაქი ოთხ ნაწიალდ დაყავით და შაქრის ნაზავს ზემოდან დაადეთ.
საცხობი ლანგრის ძირში მდუღარე წყალი დაასხით. აცხვეთ 190 C-ზე 30–დან 45 წუთამდე ვაშლების დარბილებამდე.
როცა გამოცხვება, გამოიღეთ ღუმელიდან და მოასხით ლანგარზე დაგროვებული წვენი. მიირთვით ვანილის ნაყინთან ერთად.