გამომცხვარი პომიდორი
ერთ–ერთი ყველაზე ადვილი და გემრიელი საზაფხულო რეცეპტი გამომცხვარი პომიდვრის მოსამზადებლად.
აარჩიეთ მწიფე, მაგრამ მაგარი პომიდვრები. მოაჭერით ზედა ნაწილი და რბილობი კი ფრთხილად ამოაცალეთ და შეინახეთ.
შიგთავსის მომზადება: ათქვიფეთ კვერცხები. დაუმატეთ დაფშვნილი ყველი ფეტა, დაჭრილი რეჰანი და ოხრახუში. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. მიღებული შიგთავსი გადაიტანეთ თითოეულ პომიდორში. გამზადებული პომიდვრები საცხობ ლანგარზე მოათავსეთ და დააფარეთ მოჭრილი ნაწილი. დაჭერით პომიდვრის რბილობი და საცხობ ლანგარზე პომიდვრის გარშემო გადაიტანეთ. დაასხით ლანგარზე ½ ჭიქა წყალი და აცხვეთ 200 C-ზე მსუბუქად გადაბრაწვამდე. მიირთვით თბილი ან ცივი.