გამომცხვარი ქათამი
მარიეტა ღუმელში ქათმის გემრიელად გამოცხობას გასწავლით. ეს საკმაოდ იოლი საქმეა.
დაჭერით ქათამი საშუალო ზომის ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი, პილპილი და დაალაგეთ ლანგარზე. მოაყარეთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, წვრილად დაჭრილი წიწაკა და მსხვილად დაჭრილი კარტოფილი. გარშემო განალაგეთ შუაზე გაჭრილი პამიდვრები.
ტომატში შეურიეთ ზეითუნის ზეთი, მარილი, პილპილი, ლიმონის წვენი და 1 ჭიქა წყალი.
მოასხით მიღებული მასის ნაწილი ქათამს და შედგით წინასწარ შემთბარ ღუმელში. გააჩერეთ 45 წუთის განმავლობაში. დროდადრო დაამატეთ დარჩენილი მასა.