გამაგრილებელი სასმელი ჰორჩატა
მზადდება მარტივად და აგრილებს გემრიელად. ნუ მოაკლებთ თავს ამ სიამოვნებას!
ესპანელების და მექსიკელების საყვარელი გამაგრილებელი სასმელი ჰორჩატა მზადდება მარტივად და აგრილებს გემრიელად. სულ რაღაც ორ ეტაპიანი რეცეპტით თქვენ 5-6 ჭიქა უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელს მიიღებთ. ნუ მოაკლებთ თავს ამ სიამოვნებას!
ჩაყარეთ მოუხარშავი ბრინჯი ბლენდერში, დაასხით წყალი და ურიეთ ერთმანეთს 1 წუთის განმავლობაში. მიღებული ნარევი მინიმუმ 3 საათით გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
ჩაასხით სითხე საწურში ბრინჯის ნატეხების მოსაშორებლად. შემდეგ ჩაუმატეთ რძე, ვანილი, დარიჩინი და შაქარი. ურიეთ შაქრის გახსნამდე. ჩაყარეთ ყინულები ჭიქაში და დაასხით ჰორჩატა. გემრიელად გაგრილდით!