ცივი ყავა
განსხვავებული და გემრიელი ცივი ყავა – გაგრილდით გემრიელად ! :)
პატარა ქვაბში გააცხელეთ 3 ს/კ წყალი და შეურიეთ ყავა, კაკაო და შაქარი. ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე და ურიეთ შაქრის გადნობამდე. ნაზავი უნდა გასქელდეს. გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ.
ბლენდერში ჩაასხით 2 ჭიქა ცივი რძე (აადუღეთ და გააცივეთ მაცივარში), 3 ს/კ ყავის ნაზავი, ყინულის კუბიკები და რამდენიმე წამით ყავის აქაფებამდე დააბლენდერეთ. (დარჩენილი ყავის ნაზავი მაცივარში შეინახეთ და მომდევნო დღეს გამოიყენეთ). თუ უფრო მეტად ძლიერი ყავა გსურთ, რძეს ცოტაოდენი ყავის ნაზავი კიდევ დაუმატეთ და შაქარი – სურვილისამებრ.
მიღებული ცივი ყავა ქაფთან ერთად ჭიქებში ჩაასხით. კოვზით ვანილის ან შოკოლადის ნაყინი დაუმატეთ. ნაყინის ნაცვლად შეგიძლიათ მოაყაროთ ცოტაოდენი კაკაო ან ყავა, ან მორთოთ გახეხილი შოკოლადით.